ბუნების დამცველებმა თბილისის ცენტრში აქცია გამართეს, რომელზეც დედაქალაქში ხეების ჭრის შეწყვეტა მოითხოვეს. იხილეთ აქციის ამსახველი ვიდეო Sputnik-ისგან.
თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში, რომლის მთავარი მოთხოვნა დედაქალაქში ხეების ჭრის შეწყვეტა იყო, რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. მწვანე ნარგავების დაცვის პარალელურად, აქციის მონაწილეები მოქალაქეებს ცხოვრების ჯანმრთელი წესის დაცვისკენ — სიგარეტისთვის თავის დანებებისა და ველოსიპედებით სიარულისკენაც მოუწოდებდნენ.
ბოლო დროს ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში ერთ-ერთ პროსპექტზე ხეების ჭრის პრობლემა მოექცა. როგორც ცნობილია, ხეები მასიურად გაიჩეხა ახალი საცხოვრებელილ კომპლექსის მშენებლობის ადგილზე. გაირკვა, რომ ხეების გაჩეხვაზე ნებართვა თბილისის მერიამ გასცა სპეციალისტების დაკსვნის საფუძველზე.
ამასთან დაკავშირებით, ბუნების დამცველებმა პროკურატურას მიმართეს. მიიღო რა ყველა საჭირო დოკუმენტი ქალაქის ხელისუფლებისგან, პროკურატურა უკვე შეუდგა აღნიშნული საქმის შესწავლას.