ელიზავეტა ბოიარსკაიას საქართველო შეუყვარდა

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიელიზავეტა ბოიარსკაია
ელიზავეტა ბოიარსკაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მიყვარს საქართველო“ - ასე აწერს საქართველოს მთებში გადაღებულ თავის ფოტოებზე მიხაილ ბოიარსკის ქალიშვილი.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. პოპულარული რუსი მსახიობი ელიზავეტა ბოიარსკაია შვებულებას მეუღლესთან მაქსიმ მატვეევთან ერთად საქართველოში ატარებს.

მსახიობი საქართველოს მთებში გადაღებულ ფოტოებს Instagram-ში აქტიურად აქვეყნებს. მათზე ინგლისურ ენაზე ასეთი წარწერებია: „საქართველო ჩემს გულსა და თავშია… მიყვარს საქართველო“.

Фото опубликовано Елизавета Боярская (@lizavetabo) Авг 18 2016 в 3:04 PDT

 

ბოიარსკაიამ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ქართულ ტირში მის ტრიუმფალურ სროლას ასახავს. მან მიზანში ათიდან ათჯერ გაარტყა.

ელიზავეტა ბოიარსკაია ცნობილი რუსი მსახიობისა და მუსიკოსის მიხაილ ბოიარსკის შვილია. გადაწყვეტილება, რომ მამის კვალს გაჰყოლოდა, მან ბავშვობაში მიიღო. ბოიარსკაიას წარმატებული კარიერა აქვს თეატრსა და კინოში. მისი ნიჭი მრავალი საერთაშორისო ჯილდოთი აღინიშნა.

 

 

ბოიარსკაიას მეუღლე მაქსიმ მატვეევი ასევე თეატრისა და კინოს მსახიობია.

ყველა ახალი ამბავი
0