ქართველი სპორტსმენები რიოს ოლიმპიადაზე - შეჯიბრების დრო. დღე XIV

© сайт МОКოლიმპიური რგოლები და ჩირაღდანი
ოლიმპიური რგოლები და ჩირაღდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიო-დე-ჟანეიროს 31-ე ოლიმპიურ თამაშების მე-14 დღეს, პარასკევს ქართველი სპორტსმენები მედლებისთვის ერთ დისციპლინაში იბრძოლებენ.

თავისუფალი ჭიდაობა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-57 კგ) – თბილისის დროით 17:00 სთ.

© FB/United World Wrestlingვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

იაკობ მაქარაშვილი (-74 კგ) — თბილისის დროით 17:00 სთ.

© FB/United World Wrestlingიაკობ მაქარაშვილი
იაკობ მაქარაშვილი - Sputnik საქართველო
იაკობ მაქარაშვილი

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თავის წონით კატეგორიაში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად არის მიჩნეული. ქართველი ფალავანი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ლონდონის ოლიმპიადაზე ხინჩეგაშვილმა ამ კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. გასულ წელს ის საქართველოში წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ქართველი მოჭიდავის ძირითად კონკურენტად მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, რუს ვიქტორ ლებედევს მიიჩნევენ.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინტერვიუ Sputnik-თან ოლიმპიადის წინ იხილეთ აქ
იაკობ მაქარაშვილი ოლიმპიადაში პირველად მონაწილეობს. წელს მან წარმატებით იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, მაქარაშვილი სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია.

ყველა ახალი ამბავი
0