სატესტო ნახევარსაათიანი ფრენა ხომალდმა დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში ჩაატარა.
Airlander 10-ს, რომლის სიგრძეც 92 მეტრია, საათში 148 კმ სიჩქარის განვითარება და 5 კმ სიმაღლეზე ასვლა შეუძლია.
Airlander 10 — ეს ჰიბრიდული დირიჟაბლია, რომელიც თავდაპირველად აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის შეიქმნა.
ბრიტანეთის მთავრობამ ხომალდის პროექტზე დაახლოებით 3,7 მლნ დოლარი დახარჯა.