თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ბათუმი ხელით პრინტის საერთაშორისო ფესტივალს Life-N-Style პირველად მასპინძლობს.
ფესტივალი 17 აგვისტოს დაიწყო და 19 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ თანამედროვე ოსტატები, მხატვრები და გრაფიკოსები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.
ფესტივალი იმართება „თი-ბი-სი ბანკის“ ბათუმის გალერეაში, ხელოვნების მუზეუმისა და თანამედროვე ხელოვნების სივრცის დარბაზებში.
„Handmade Print — ეს ხელით ბეჭდვის თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, კრეატიული ინდუსტრიისა და არტ-ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. ხელით ბეჭდვა მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული. და ამ დარგის პოპულარიზება მუდმივად ხდება საერთაშორისო ფესტივალებისა და ბიენალეების საშუალებით. ამავე დროს, პრინტი საქართველოში იაფფასიან პროდუქციასთან ასოცირდება“, — განუცხადა Sputnik-ს პროექტის დირექტორმა ნანა ყირმელაშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, პრინტის ფესტივალი შესანიშნავი შესაძლებლობაა თანამედროვე მხატვრების, კოლექციონერების, სპეციალისტებისა და მოყვარულების შემოქმედების სინთეზისთვის.
ნანა ყირმელაშვილის თქმით, ფესტივალ Life-N-Style-ის კონცეფცია — ახალ ინტერიერებში თანამედროვე ხელოვნების დანერგვა და თანამედროვე ცხოვრებაში ინტეგრაციაა.
„პრინტი და ტექსტილი უკვე მრავალი წელია, ამ თემას ტანსაცმელსა და გამოყენებითი ხელოვნების დიზაინში იყენებს. გამოფენების პარალელურად ასევე ვგეგმავთ პრინტის სინთეზის პრეზენტაციას ტექსტილსა და კერამიკაზე“, — განაცხადა ფესტივალის დირექტორმა.
ბათუმის შემდეგ პრინტის საერთაშორისო ფესტივალი Life-N-Style საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება. ის მოგზაურობას თბილისში დაასრულებს.