ჩინეთში 600-ზე მეტი თვითმარქვია ბერი ამხილეს

© FL/ smijhბუდისტი ბერი
ბუდისტი ბერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უტაიშანის მთა ერთ-ერთია ჩინური ბუდიზმის ოთხ წმიდა მთას შორის, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ათი ბერისგან შემდგარმა საინსპექტორო ჯგუფმა 600-ზე მეტი თაღლითი გამოავლინა, რომლებიც წმინდა მთაზე – უტაიშანზე ეწეოდნენ ვითომ ბერულ ცხოვრებას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით.

უტაიშანის მთა ერთ-ერთია ჩინური ბუდიზმის ოთხ წმიდა მთას შორის, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს. ბოლო დროს ამ ადგილმა თვითმარქვია ბერებითაც გაითქვა სახელი, რომლებიც ფულზე მკითხაობენ, ქუჩის სანახაობებს აწყობენ და ასევე მოწყალებას ითხოვენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საინსპექტორო ჯგუფი მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა. ჯგუფის წევრები, რომლებიც სპეციალურ ბეიჯებს ატარებდნენ, რეგულარულად პატრულირებდნენ მთაზე და მოულოდნელ შემოწმებებსაც არ ერიდებოდნენ. 

ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ადგილობრივ ბერებს სახეზე იცნობენ, უცნობებს კი საბუთებს სთხოვენ და თუ ისინი სპეციალურ „ბუდისტურ სერტიფიკატს“ ვერ წარუდგენენ, ინსპექტორები ბერის სამოსს ხდიან და პოლიციას იძახებენ.

ამ დროსთვის ინსპექტორმა ბერებმა 600-ზე მეტი თვითმარქვია ამხილეს.

ყველა ახალი ამბავი
0