ბურჯანაძე მოსკოვში სახელმწიფო დუმის სპიკერს შეხვდა

© photo: Sputnikნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარიშკინმა და ბურჯანაძემ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს, ასევე სიტუაცია სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ ლიდერთან,  საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივები განიხილა, ამის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვებ0გვერდზე განათავსეს. 

"სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოს და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები, ასევე სიტუაცია შავი ზღვის რეგიონსა და კავკასიაში“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

 

ყველა ახალი ამბავი
0