თბილისი, 17აგვისტო— Sputnik. ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე კანოეს შეჯიბრში 200-მეტრიან დისტანციაში ოლიმპიური ტურნირის ფინალში გავიდა. ნადირაძემ თავისი ნახევარფინალი 40.146 წამის შედეგით მოიგო, რაც სამი ნახევარფინალური გაცურვის ყველა მონაწილეს შორის მეორე მაჩვენებელია. ქართველ სპორტსმენზე უკეთესად
მხოლოდ ბრაზილიელმა ისააკ კუეიროს დოს სანტოსმა იცურა.
А ფინალში, რომელშიც ოლიმპიური მედლები გათამაშდება, რვა სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. 200-მეტრიან დისტანციაზე ფინალური დაპირისპირება 18 აგვისტოს, თბილისის დროით 16:25 საათიდან დაიწყება.