რიოში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი დააკავეს

© АНО "Единый информационный центр / გადასვლა მედიაბანკშიმარცხნიდან - ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი რაფაელ პანიოცი და პატრიკ ჰიკი
მარცხნიდან - ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი რაფაელ პანიოცი და პატრიკ ჰიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი პატრიკ ჰიკი რიოში ოლიმპიური თამაშების ბილეთების უკანონო ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. რიო-დე-ჟანეიროში ირლანდიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი პატრიკ ჰიკი დააკავეს. ის ოლიმპიურ თამაშებზე ბილეთების უკანონო ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი, იუწყება „ბი-ბი-სი“.

71 წლის ჰიკი ეჭვმიტანილია ბილეთების უკანონო გადაცემაში გადამყიდველებისთვის, რომლებიც მათ მაღალ ფასებში ყიდდნენ. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციელებმა რიოში დააკავეს ადამიანი, რომელსაც 800 არალეგალური ბილეთი აღმოაჩნდა.

პოლიციის მონაცემებით, როდესაც სამართალდამცველები მის დასაკავებლად მივიდნენ, ჰიკი გაქცევას აპირებდა. დაკავების შემდეგ ჰიკი შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ყველა ახალი ამბავი
0