Fight Nights-ი საქართველოში წესების გარეშე ბრძოლაში ტურნირს გამართავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშერეული ორთაბრძოლები
შერეული ორთაბრძოლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შერეული ორთაბრძოლები, რომლებიც Fight Nights-ის ეგიდით ტარდება, ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში და პირდაპირი ტრანსლაციებისას ერთ მილიონამდე მაყურებელს უყრის თავს.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ევრაზიის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა პრომოუტერულმა კომპანიამ Fight Nights საქართველოს მოსახლეობისთვის რამდენიმე დაუვიწყარი შოუ მოამზადა, რომელთაგან პირველი 27 აგვისტოს გაიმართება „ბლექ სი არენის“ სცენაზე. 

შერეული ორთაბრძოლები, რომლებიც Fight Nights-ის ეგიდით ტარდება, ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში და პირდაპირი ტრანსლაციებისას ერთ მილიონამდე მაყურებელს უყრის თავს.

„ჩვენ დიდი ხანია ვგეგმავდით ტურნირს საქართველოში. მოხარული ვარ, რომ შემიძლია შერეული ორთაბრძოლების ყველა მოყვარული მოვიწვიო ზაფხულის თასის გათამაშებაზე“, — განაცხადა Fight Nights Global-ის პრეზიდენტმა ქამილ გაჯიევმა.

საღამოს მთავარ ორთაბრძოლებში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი პაატა რობაქიძე, სომეხი დავით ხაჩატურიანი და სხვები.

„ეს ტურნირი, რომლის სახელწოდებაცაა Summer Cup („ზაფხულის თასი“) ურეკში ჩატარდება. ძირითადი მონაწილეები კავკასიელები, ქართველი და სომეხი მებრძოლები იქნებიან. თუმცა ღონისძიებას ტელეარხი МАТЧ! БОЕЦ-იც გააშუქებს. რუსებიც არიან კადრში და მათთვის ეს ტურნირი საინტერესო იქნება. ამას პლუს დავით ხაჩატურიანის მონაწილეობა, რომელიც, ჩემი აზრით, ნებისმიერ ტურნირს დაამშვენებდა“, — დასძინა გაჯიევმა.

ტურნირის სამზადისზე ისაუბრა Fight Nights Georgia-ს პრეზიდენტმა ზურაბ ბოქოლიშვილმა. 

„ჩვენ, ფაქტობრივად, დავამთავრეთ შოუზე მუშაობა. პროგრამა ძალიან სანახაობრივი გამოვა“, — თქვა მან.

Fight Nights-ის ტურნირების წესები შერეულ ორთაბრძოლებში რუსეთში მიღებულ წესებს ეფუძნება. ამერიკული წესებისგან ის იმით განსხვავდება, რომ აკრძალულია იდაყვებით დარტყმა.

ორთაბრძოლები ხუთ-ხუთ წუთიან ორ ან სამ რაუნდად გრძელდება — სტატუსიდან გამომდინარე. რაც შეეხება მთავარ ბრძოლას, ის ყოველთვის სამრაუნდიანია.

ყველა ახალი ამბავი
0