თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ლისის ტბის ტერიტორიის მოწყობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება, აღნიშნულია თბილისის განვითარების ფონდის „ფეისბუქის“ გვერდზე.
ლისის ტბის ირგვლივ გაჩნდება ახალი სამკილომეტრიანი ქვეითად მავალთა ბილიკი. ამ დროისთვის 500-მეტრიანი მონაკვეთის დასრულება დარჩა. დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი და 101 საყრდენი სანათი. ასევე დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.
© video: Sputnik / Levan Avlabreli
პროექტს „რეკრეაციული ზონების მოწყობა-განვითარების პროგრამის“ ფარგლებში თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.