საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე, ახალი ესტაკადის აშენებით, ორმხრივი მოძრაობა აღდგა. Sputnik-მა თქვენთვის ვიდეო მოამზადა იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ამჯერად თავისუფლების მოედნიდან მოხვდეთ სანაპიროზე.
თბილისის ცენტრში პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგა. ქუჩა ცალმხრივი 2012 წელს გახდა, როცა სამშენებლო სამუშაოების დროს მიწის ქვეშ დედაქალაქის ძველი გალავნის ნანგრევები აღმოაჩინეს. ტურისტების მოზიდვის მიზნით, ძველი გალავნის გასწვრივ საფეხმავლო ბილიკი გაკეთდა, თუმცა ამან პრობლემები შეუქმნა საავტომობილო მოძრაობას.
ახალი ესტაკადის წყალობით, შენარჩუნდა ისტორიული გალავნის იერსახე და ამავე დროს განიტვირთა მოძრაობა ქალაქის ამ რაიონში.
„ადრე აქ დიდი საცობები იყო. მხოლოდ ცალმხრივი გზა მოქმედებდა, რომლითაც მანქანები სანაპიროზე ჩადიოდნენ, ეხლა კი მანძილიც შემცირდა და საცობებიც აღარ არის“ განუცხადა Sputnik-ს თბილისის მცხოვრებმა გიორგი კარიაშვილმა.
თბილისის ძველი გალავნის სიგრძე, რომელზეც საავტომობილო ესტაკადა აშენდა, 110 მეტრია. სპეციალისტები ამტკიცებენ რომ იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება