აჭარაში შავ ზღვაზე სწავლებების დროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიკარგა

© photo: Sputnik / Boris Babanov / გადასვლა მედიაბანკშიზღვა
ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დამნაშავეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება. 

უწყების ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე — კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით – „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“.

კაპრალ დავით ლომიძის დაკრძალვა - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურე უკანასკნელ გზაზე გააცილა

სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად.

საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთოს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საფრენი საშუალებაც.

1990 წელს დაბადებული კაპრალი იაგო შარაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტად 2010 წლის 15 დეკემბრიდან მსახურობს.

1992 წელს დაბადებული I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლის 26 ივნისს ჩაირიცხა. I კლასის რიგითი ნანეტაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტია. 

ყველა ახალი ამბავი
0