თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. კომპანია Google-ის ახალი დანართი ვიდეოზარების განსახორციელებლად Google Duo 22 აგვისტოს ამუშავდება.
კომპანიამ განაცხადა, რომ დანართთან მუშაობის დასაწყებად მომხმარებელს მხოლოდ ტელეფონის ნომერი სჭირდება. დანართის საინტერესო თავისებურებაა ფუნქცია Knock Knock, რომლითაც მომხმარებელს ჯერ კიდევ ვიდეოზარზე პასუხის გაცემამდე აქვს საშუალება ვიდეოკამერით დაინახოს – ვინ ურეკავს მას.
დანართის შემქმნელებმა ასევე გაითვალისწინეს ქსელის შეცვლის სიტუაცია. მაგალითად „მოძრავი“ ზარებისას Duo ზარის შეწყვეტის გარეშე დამოუკიდებლად გადაერთვება Wi-Fi-დან მობილურ ქსელზე და პირიქით.
დანართი ქსელში ორშაბათს ჩაეშვა და Android და iOS-ის საოპერაციო სისტემებისთვისაა ხელმისაწვდომი. მთელ მსოფლიოში დანართი რამდენიმე დღეში ამუშავდება, იუწყება კომპანია.