თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შავი ზღვისპირეთში შტორმი ჩადგა და ბათუმში დამსვენებლებს ზღვაში ბანაობის ნება დართეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
უამინდობა ქალაქს შუაგულ ტურისტულ სეზონზე დაატყდა თავს. კვირას, საღამოს ბათუმში ხუთბალიანი შტორმი მძვინვარებდა. ორშაბათს პლაჟის გაყოლებაზე წითელი ალმები გამოიფინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზღვაში ბანაობა სახიფათო იყო და ამიტომ იკრძალებოდა.
დღეისათვის ქალაქი უკვე დაუბრუნდა ცხოვრების ნორმალურ რიტმს. აღდგენილია ქარისა და წვიმისგან დაზიანებული განათების ბოძები, ტროტუარები და გზის სავალი ნაწილი.