თბილისი. 15 აგვისტო— Sputnik. შეჯიბრების მეორე დღეს რომაულ-ბერძნული სტილის ქართველმა მოჭიდავეებმა თავისი ქომაგები ვერ გაახარეს და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე მედლების გარეშე დარჩნენ.
რობერტ კობლიაშვილმა(-85 კგ) მერვედფინალში გერმანელ დენის კუდლასთან წააგო, იაკობ ქაჯაიამ კი (-130 კგ) რუს სერგეი სემენოვს მეოთხედფინალში დაუთმო.
რომაულ-ბერძნული სტილის მოჭიდავეების შეჯიბრების დასკვნით დღეს (16 აგვისტოს), საქართველოს ნაკრებს შმაგი ბოლქვაძე(-66 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (-98 კგ) წარმოადგენენ.