რუსმა კალათბურთელებმა ქართველებთან მატჩში „თბილისის მერის თასი“ მოიპოვეს

გამოწერა

რუსეთის საკალათბურთო ნაკრებმა საქართველოს ნაკრებთან ფინალურ მატჩში „თბილისის მერის თასი“ მოიპოვა. იხილეთ ორი გუნდის გადამწყვეტი ორთაბრძოლის ამსახველი ვიდეო Sputnik-ისგან.

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა, მიუხედავად თავდაუზოგავი ბრძოლისა, რუსეთის გუნდთან „თბილისის მერის თასისთვის“ ტურნირის საფინალო შეხვედრა დათმო ანგარიშით 97:100.

თამაში იმდენად თანაბარი გამოდგა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო. მასპინძლებს ძირითად დროში საფინალო სასტვენამდე ორი წამით ადრე, როცა ანგარიში 86:86 იყო, გამარჯვების მშვენიერი შანსი გაუჩნდათ, მაგრამ თორნიკე შენგელიამ საჯარიმო სროლა ვერ ჩააგდო. დამატებით დროში კი რუსეთის გუნდმა სამქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

„თბილისის მერის თასი“ — ეს საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირია, რომელიც „ევრობასკეტ 2017”- ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ეროვნული ნაკრებების მომზადების ფარგლებში ტარდება. წელს ამ ტურნირში ჰოლანდიისა და უკრაინის გუნდებიც მონაწილეობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0