ამინდი საქართველოში: სიცხე და... წვიმა

© news.mail.ruამინდი, სიცხე
ამინდი, სიცხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში კვლავ სიცხეებია მოსალოდნელი.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში ცხელი ამინდები შენარჩუნდება, თუმცა ალაგ-ალაგ წვიმაა მოსალოდნელი, წერს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия გარემოს დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით.

16 აგვისტო

დასავლეთ საქართველო: ალაგ-ალაგ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით, იქროლებს 8-13 მ/წმ-ის სიმძლავრის ქარი.

• ღამით: 16-21° სითბო

• დღისით: 29-34 ნულს ზემოთ.

აღმოსავლეთ საქართველო: მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი.

• ღამით: პლუს 16-21°

• დღისით: 30-35 გრადუსი სიცხე.

დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში იწვიმებს, ალაგ-ალაგ წამოვა სეტყვაც. ღამით უმეტეს რაიონებში იწვიმებს.

თბილისი:  მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

• ღამით: 21 გრადუსი სითბო

• დღისით: 33 გრადუსი სიცხე.

17 აგვისტო

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს,  მოსალოდნელია ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია სეტყვა და 8-13 მ/წმ სიმძლავრის ქარი.

დასავლეთ საქართველოში

• ღამით: პლუს 18-23 გრადუსი

• დღისით: 27-32 გრადუსი ნულს ზემოთ.

აღმოსავლეთ საქართველოში

• ღამით: 17-22 გრადუსი სითბო

• დღისით 30-35 გრადუსი სიცხე.

თბილისში

• ღამით: სინოპტიკოსები გვპირდებიან 22 გრადუს სითბოს

• დღისით: ჰაერი 33 გრადუსამდე გათბება.

საღამოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

18 აგვისტო

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ჭექა-ქუხილი. იქროლებს 8-13 მ/წმ სიმძლავრის ქარი.

დასავლეთ საქართველოში

• ღამით: 19-24 გრადუსი სითბო

• დღისით: ჰაერის ტემპერატურა იქნება 29-34 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში

ღამით: 17-22 გრადუსი ნულს ზემოთ

დღისით: 31-36 გრადუსი სიცხე.

თბილისში დღის მეორე ნახევარში მცირედ იწვიმებს და იქნება ჭექა-ქუხილი.

• ღამით: 21 გრადუსი სითბო

• დღისით: ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე აიწევს. 

ყველა ახალი ამბავი
0