თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მოგზაურობის ყველაზე მომხიბლავი მხარე სტუმართმოყვარეობა და ადამიანებია, მიიჩნევს Sputnik-ის მკითხველთა 51%.
კითხვაზე „რა გხიბლავთ ყველაზე მეტად საქართველოში მოგზაურობისას?“ რესპონდენტთა 28,7%-მა საოცარი ბუნება და პეიზაჟები დაასახელა, ხოლო 10,1%-მა — ისტორიული ღირსშესანიშნაობები.
განუმეორებელი სამზარეულო მნიშვნელოვანია გამოკითხვის მონაწილეთა 6,2%-ისთვის, ხოლო ღვინო — 3,1%-ისთვის.
საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში 1,4 მილიონზე მეტი უცხოელი იმყოფებოდა.