მარტინა ჰინგისი: ადრე საქართველო ამერიკის შტატი მეგონა, ახლა ვიცი, რომ სახელმწიფოა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიმარტინა ჰინგისი
მარტინა ჰინგისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეგენდარულ ჩოგბურთელს კარგად ახსოვს ლეილა მესხის თამაში, რომელსაც ძლიერ სპორტსმენად აფასებს.

რიო-დე-ჟანეირო, 15 აგვისტო – Sputnik, კახა ბერიძე. ის ბევრი დამწყები ჩოგბურთელის კერპი იყო. მისი შესანიშნავი საჩოგბურთო ოსტატობა მილიონობით ადამიანს აჯადოებდა და აღფრთოვანებაში მოჰყავდა. პროფესიონალური კარიერა 1994 წელს დაიწყო და ნელ-ნელა შეუდგა მწვერვალების დაპყრობას. დიდი სლემის ხუთგზის გამარჯვებულსა და WTA-ს 43 ტიტულის მფლობელზე, ახლო წარულში მსოფლიოს რეიტინგის პირველ ჩოგანზე, შვეიცარიელ მარტინა ჰინგისზე მოგახსნებთ.

მან ორჯერ გადაწყვიტა დიდი სპორტიდან წასვლა. ჯერ 2002, შემდეგ კი 2007 წლებში, მაგრამ ჩოგნის გარეშე დიდხანს ვერ ძლებდა და 2013 წელს კვლავ დაუბრუნდა კორტს — ამჯერად მხოლოდ წყვილთა თანრიგში.

© Sputnik/გრიგორი სისოევიმარტინა ჰინგისი და ტიმეია ბაჩინსკი ეკატერინე მაკაროვასა და ელენა ვესნინას წინააღმდეგ ფინალური მატჩისას
მარტინა ჰინგისი და ტიმეია ბაჩინსკი ეკატერინე მაკაროვასა და ელენა ვესნინას წინააღმდეგ  ფინალური მატჩისას  - Sputnik საქართველო
მარტინა ჰინგისი და ტიმეია ბაჩინსკი ეკატერინე მაკაროვასა და ელენა ვესნინას წინააღმდეგ ფინალური მატჩისას

ლეგენდარული მარტინა ჰინგისი რიო-დე-ჟანეიროშია და თანამემამულე ტიმეა ბაჩინსკისთან ერთად ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობს. ოლიმპიურ სოფელში მასთან მცირე ინტერვიუს ჩაწერა მოვახერხეთ.

— საქართველოს შესახებ გსმენიათ რამე?

— რა თქმა უნდა, მსმენია. ადრე, თინეიჯერობისა და მოწიფულობისას, როგორც ალბათ ბევრს, მეც ამერიკის ერთ-ერთ შტატში მერეოდა და ნამდვილად არ ვიცოდი, თუ სადღაც Georgia-ს სახელწოდებით ქვეყანაც არსებობდა.

ვიცნობ ლეილა მესხს. ერთ პერიოდში მოგვიხდა პროფესიონალურ ტურში თამაში. მე მასზე უმცროსი ვარ, თუმცა მისი თამაში კარგად მახსოვს. ძლიერი ჩოგბურთელი იყო.

ვიცი, რომ საქართველოც შვეიცარიასავით პატარა ქვეყანაა, თუმცა ნამყოფი არ ვარ და იმედი მაქვს, ოდესმე ჩამოვალ როგორც ტურისტი.

— რიოს ოლიმპიურ თამაშებზე რას იტყვით?

— ზოგადად ოლიმპიური თამაშები არა მხოლოდ სპორტული, არამედ ქვეყნებს შორის მეგობრობის და მშვიდობის დამკვიდრების დიდი ზეიმია. ჩოგბურთელებისთვის ოლიმპიური თამაშები ფინანსურად მომგებიანი არ არის, მაგრამ ყველა ტოპ–მოთამაშე მაინც მონაწილეობს, რადგან აქ გამარჯვება ქვეყნის პრესტიჟია. ალბათ დიდი სლემის ტურნირები ჩოგბურთელებისთვის ოლიმპიადაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე ამას ვერ ვიტყვით, რადგან ეს ინდივიდუალური საკითხია.

ჩემთვის აქ ყოფნა დიდი ბედნიერებაა და მოხარული ვიქნები, თუ ჩემს სამშობლოს რომელიმე სინჯის მედალს მოვუტან (ეს ბლიც ინტერვიუ ჩაწერილია ჩოგბურთში ქალთა შორის წყვილთა თანრიგში ფინალურ მატჩამდე, სადაც მარტინა ჰინგისმა და ტიმეა ბაჩინსკიმ რუს ეკატერინა მაკაროვასა და ელენა ვესნინასთან წააგეს).

— კიდევ დიდხანს აპირებთ ჩოგბურთის თამაშს?

— უჩოგბურთოდ ვერ გავძელი და 2013 წელს კვლავ დავბრუნდი, თუმცა მხოლოდ წყვილებში. ერთეულთა თანრიგში ყოფნა გაცილებით დიდ შრომას, ენერგიასა და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. მსგავს დატვირთვებს ვეღარ გავუძლებდი. მთავარია, კვლავ კორტზე ვარ და ამითაც კმაყოფილი ვარ.

ყველა ახალი ამბავი
0