რუსეთის საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის მერიის თასი მოიპოვა. იხილეთ ორი გუნდის გადამწყვეტი ორთაბრძოლის ამსახველი ფოტომასალა Sputnik-ისგან.
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა, მიუხედავად თავდაუზოგავი ბრძოლისა, რუსეთის გუნდთან თბილისის მერიის თასისთვის ტურნირის საფინალო შეხვედრა დათმო ანგარიშით 97:100.
თამაში იმდენად თანაბარი გამოდგა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო. მასპინძლებს ძირითად დროში საფინალო სასტვენამდე ორი წამით ადრე, როცა ანგარიში 86:86 იყო, გამარჯვების მშვენიერი შანსი გაუჩნდათ, მაგრამ თორნიკე შენგელიამ საჯარიმო სროლა ვერ ჩააგდო.
დამატებით დროში კი რუსეთის გუნდმა სამქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

1/14
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ვიქტორ სანიკიძე რუსეთის ნაკრების კალათში ბურთს ათავსებს.

2/14
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
თამაში იმდენად თანასწორი გამოდგა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო.

3/14
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
შეხვედრას აქტიურად ქომაგობდნენ გულშემატკივრები.

4/14
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ტყორცნა — არის! ზაზა ფაჩულია ზუსტად ისვრის ბურთს.

5/14
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
დაძაბული მომენტი თამაშში.

6/14
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მოთამაშეებს თამაშის სტრატეგიას უხსნის.

7/14
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა დაძაბული გამოდგა.

8/14
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ქართველმა კალათბურთელებმა თავდაუზოგავად ითამაშეს.

9/14
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
გადამწყვეტ მომენტში თორნიკე შენგელიამ ბურთი კალათს ააცილა.

10/14
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
სტუმრებიდან ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ვიტალი ფრიძონი გამოდგა, რომელმაც 19 ქულა შესძინა გუნდს, ხოლო ქართველი კალათბურთელებიადან თორნიკე შენგელია გამოირჩა 26 ქულით.

11/14
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
მატჩის ერთ-ერთი დაძაბული მომენტი.

12/14
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
შესვენებაზე მაყურებლებს შორისაც გათამაშდა პრიზები. გაიმარჯვებდა ის, ვინც სამქულიანი ზონიდან ჩააგდებდა ბურთს კალათში.

13/14
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისის მერი დავით ნარმანია ზაზა ფაჩულიას ჯილდოს გადასცემს.

14/14
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ქართული გუნდის გამორჩეული ქომაგი ქალბატონი.