თბილისში ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება

© photo: Sputnik / Максим Блинов / გადასვლა მედიაბანკშიხელბურთი
ხელბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს ბოსნიის, რუმინეთისა და ლატვიის წინააღმდეგ 15, 16 და 18 აგვისტოს გამართავს. შეჯიბრებები 18:00 საათზე დაიწყება.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. 15 აგვისტოს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იწყება ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 18-წლამდელ ჭაბუკთა შორის.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს ბოსნიის, რუმინეთისა და ლატვიის წინააღმდეგ 15, 16 და 18 აგვისტოს გამართავს. შეჯიბრებები 18:00 საათზე დაიწყება.

მეორე ჯგუფში არიან ბელარუსი, მონტენეგრო, ბელგია და ბრიტანეთი. ორ-ორი გამარჯვებული ნახევარფინალში გავა, რომელიც 20 აგვისტოს გაიმართება, ხოლო ფინალები კვირას, 21 აგვისტოს ჩატარდება, აღნიშნულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0