თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ვაშინგტონის გარეუბანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ CBS–ზე დაყრდნობით.
საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქება მრავალბინიან სახოვრებელ სახლში 11 აგვისტოს მოხდა. უსახლკაროდ 100–მდე ადამიანი დარჩა. ისინი დროებით ადგილობრივ ბიბლიოთეკაში განათავსეს. მანამდე მონტგომერის ოლქის პოლიციის შეფის მოადგილე რას ჰემილმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ახალი მსხვერპლის პოვნის ალბათობა დიდია.
კვირას პრესკონფერენციაზე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. გარდა ამისა, რვა ადამიანი კვლავ უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლლება, მათ შორის არიან რვა და სამი წლის ბავშვები.
როგორც პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, სამაშველო სამუშაოები შენობის ჩამონგრევის საშიშროების გამო გართულებულია.