თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. დღეს, 14 აგვისტოს, Check in Georgia-ს ფარგლებში მესტიაში კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ ჯგუფი „ურსა“ და „კახაბერი და ხანუმები“.
კონცერტი სეტის მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.
პროექტი Check in Georgia მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. Check in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს, 35 ფესტივალს, მათ შორის ისეთ მასშტაბურ ფესტივალებს, როგორიც არის „ჰიტ-ბათუმი“, GEM-FEST, Fest i Nova, თბილისის ფოტო–ფესტივალი „ქოლგა“, „არტ-გენი“, „არტისტერიუმი“, „შავი ზღვის ჯაზ–ფესტივალი“, „თბილისის ჯაზ-ფესტივალი“ და სხვა.
Check in Georgia–ს ფარგლებში უკვე ჩაატარეს გრანდიოზული კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავებმა: ეროს რამაზოტიმ, რობი უილიამსმა, ხოსე კარერასმა, ჯგუფმა „Maroon 5“ და სხვა.
Check in Georgia არის მთავრობის პროექტი, რომელიც, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ამღლების მიზნით, საქართველოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს.