პალმირის სიახლოვეს 60-მდე ბოევიკი გაანადგურეს

© пресс-служба Института наследияპალმირა
პალმირა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოევიკებთან შეტაკება ქალაქიდან 15 კილომეტრში მოხდა, ტერიტორიაზე, რომელიც ტერორისტებისგან მიმდინარე წლის მარტში გაათავისუფლეს.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. სირელმა სამხედროებმა დაჭრეს და მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 60 ბოევიკი, რომლებიც პალმირის სიახლოვეს სამხედრო პოსტებზე შეჭრას ლამობდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „სანაზე“ დაყრდნობით.

ბოევიკებთან შეტაკება ქალაქიდან 15 კილომეტრში მოხდა, ტერიტორიაზე, რომელიც ტერორისტებისგან მიმდინარე წლის მარტში გაათავისუფლეს.

„შეჭრის მცდელობა აღიკვეთა, ბოევიკებმა 60 კაციანი დანაკარგი ნახეს დაჭრილებისა და მოკლულების სახით, განადგურებულია მათი ტექნიკა“, — განაცხადა სირიელმა სამხედრომ.

მისი თქმით, ასევე ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ადგილობრივი მეთაური.

ყველა ახალი ამბავი
0