თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ირანელი ტურისტი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, „ჯემ ფესტის“ მიმდინარეობისას გარდაიცვალა ანაკლიაში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით.
„ინციდენტი გუშინ მოხდა. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია“, — აღნიშნა შსს-ის პრესსამსახურის თანამშრომელმა.
გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით მიმდინარეობს.