ბურჯანაძე უსუფაშვილს სპეკულაციებში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / ფოტობანკში გადასვლანინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნატოში შესვლის წინააღმდეგია.

თბილისი,13 აგვისტო — Sputnik. პარლამენტის ექს-თავმჯდომარე და ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ქვეყნის ნატოში შესვლასთან დაკავშირებით სპეკულაციებში ადანაშაულებს.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს კონსტიტუციაში, შესაძლოა, ნატოს შესახებ ჩანაწერი გაჩნდეს

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ და სხვა პოლიტიკოსებმა საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ქვეყნის უბლოკო სტატუსის გამოცხადების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ.

„მე დარწმუნებული ვარ, უბლოკო სტატუსს მხარს დაუჭერს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი. რაც შეეხება სპეკულაციებს, სპეკულაცია არის ის, რასაც აკეთებდნენ ამდენი ხანი ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და მათ შორის რესპუბლიკური პარტიის წევრებიც. სპეკულაცია არის ნატო-ში გაწევრიანებაზე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. სპეკულაცია არის ის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს მისაღებად მიაჩნია ნატო-ში გაწევრიანება, ვიდრე ქვეყნის გამთლიანება“, — განაცხადა ბურჯანაძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ბურჯანაძის თქმით, საქართველოს უბლოკო სტატუსი დამოუკიდებლობის, სტაბილურობის, მშვიდობისა, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების გარანტი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0