როგორ მზადდება რიოს ოლიმპიადის მედლები

გამოწერა

ოლიმპიური მედლების დამზადების პროცესი სანტა-კრუზის საწარმოშია გადაღებული. იხილეთ ჯილდოების ჩამოსხმის ამსახველი ვიდეო. 

ოლიმპიურ მედლებს სანტა-კრუზის სპეციალურ ქარხანაში ასხამენ.

2016 წლის ოლიმპიადის მედლების ერთ მხარეს გამარჯვების ფრთოსანი ქალღმერთი ნიკეა გამოსახული ოლიმპიური რგოლების ქვეშ, მეორე მხარეს კი — რიო 2016-ის ლოგოტიპი.

ოქროს მედალს, რომელზეც დაახლოებით 500 გრამი ვერცხლი იხარჯება, ოქროთი ფერავენ. ამ პროცესს „ოქროს აბაზანას“ უწოდებენ.

წმიდა ოქროსგან ოლიმპიური მედლები ბოლოს დაახლოებით ასი წლის წინ ჩამოასხეს — სტოკჰოლმის 1912 წლის ოლიმპიადისთვის. 

 

ყველა ახალი ამბავი
0