თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა შეჯიბრის დასკვნით დღეს, ქართული ნაკრები კვლავ მედლების გარეშე დარჩა.
ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) პირველივე ორთაბრძოლა წააგო იაპონელ ხისაეში ხირასავასთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ლიდერია ამ წონით კატეგორიაში. შეხვედრის ბედი ოქრუაშვილის მხოლოდ ერთმა შენიშვნამ გადაწყვიტა.
ამრიგად, შვიდ წონით კატეგორიაში ოლიმპიურ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედალი მოიპოვეს: ბრინჯაო — ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) და ვერცხლი — ვარლამ ლიპარტელიანმა (-90 კგ).