„როსსელხოზნადზორის“ მიერ დაწუნებულ ატმებს საქართველოში შეამოწმებენ

© photo: Sputnik / Taras Litvinenko / გადასვლა მედიაბანკშიატმის მოსავალი
ატმის მოსავალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებაში განაცხადეს, რომ ატმები აღმოსავლური ნაყოფიჭამიით იყო დაავადებული.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო 18,5 ტონა ატმის ლაბორატორიულ კვლევას ჩაატარებს, რომელმაც კრასნოდარში ფიტოსანიტარული კონტროლი ვერ გაიარა. 

კრასნოდარის მხარისა და ადიგეის მხარის „როსსელხოზნადზორის“ სამმართველოში განაცხადეს: ქართული ატმები აღმოსავლური ნაყოფიჭამიით იყო დაავადებული. იმისათვის, რომ დაავადების შეტანა არ მომხდარიყო რუსეთის ტერიტორიაზე ატმები გამომგზავნს დაუბრუნდა. 

„ექსპორტის განხორციელებამდე სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს ტვირთს და ამ ინსპექტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი. ეჭვის შემთხვევაში ტარდება ლაბორატორიული ანალიზი. ლაბორატორიული ანალიზი ჩატარდება ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც“, — ციტირებს სააგენტოს თანამშრომლის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“. 

გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: ქართული პროდუქცია რუსეთში უკეთ საღდება

ბოლო წლის განმავლობაში ქართული ატმების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა — 2016 წლის ივნისში საქართველოდან 942 ტონა ხილის ექსპორტი განხორციელდა. 

გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში სულ 52 ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა, იტყობინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

ატმების ექსპორტის დიდი ნაწილი — 61% რუსეთზე მოდის. მერე მოდის აზერბაიჯანი — 25% და ყაზახეთი — 11%. ექსპორტი ასევე ხორციელდება უკრაინასა და სომხეთში. 


ყველა ახალი ამბავი
0