პრემიერი კვირიკაშვილი ბორჯომში ატრაქციონზე გაერთო

© FB/Георгий Квирикашвили გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ატრაქციონი „ტობოგანი“ სახელმწიფოს 3 მლნ ლარი დაუჯდა.

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბაკურიანში ყოფნისას ახალი ატრაქციონი — „ტობოგანი“ დაათვალიერა და გაისეირნა, რომელიც ამერიკული მთების თავისებური ვარიანტია.

„ეს ძალიან მაგარი იყო“, — ვერ დამალა ემოციები კვირიკაშვილმა.

პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 3 მლნ ლარია. ატრაქციონი 16 ივლისს გაიხსნა.

© FB/ GIORGI KVIRIKASHVILIგიორგი კვირიკაშვილი ბორჯომში
გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომში - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომში

ბაკურიანიდან პრემიერი ბორჯომში გაემგზავრა და ადგილზე გაეცნო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს.

ყველა ახალი ამბავი
0