თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 12 აგვისტოს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდგორის რაიონი
02:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, III მიკრორაიონების, სარაჯიშვილის, ჭედიას, შუშის, ულიანოვის, ლაზოს, წყალსადენის და ტაძრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ) და კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, გომის, თუმანიანის, ასკანის, ჯვარედინის, იერუსალიმის და კოტე აბხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.