პუტინი და ერდოღანი: საჭიროა ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა და განვითარება

გამოწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა სანკტ-პეტერბურგში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. იხილეთ შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები.

„2016 წლიდან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის ორჯერ შემცირდა და 6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ახლა კი კრიზისამდე არსებული დონის მისაღწევად ეტაპობრივად მუშაობა გვმართებს. იმედი გვაქვს უფრო მასშტაბური ერთობლივი პროექტების განხორციელების, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, სადაც ჩვენ 30 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ დავალაგოთ და აღვადგინოთ ჩვენი კავშირები და თანამშრომლობა, რომელიც სულ ახლახან მყარი და საიმედო იყო“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„მსურს გისურვოთ, რომ ეს შეხვედრა სასიკეთო გამოდგეს. ჩვენ ადრე ძალზე სერიოზული მიზანი დავისახეთ — ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის მოცულობის დონე 100 მლრდ აშშ დოლარი ყოფილიყო. ენერგია — სერიოზული უზრუნველყოფაა ჩვენთვის. და ერთ-ერთ სერიოზულ ნაბიჯად „თურქული ნაკადი“ ითვლება“, — აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.

ყველა ახალი ამბავი
0