თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. რიოს XXXI ოლიმპიური თამაშების მეექვსე დღეს, ხუთშაბათს მედლებისთვის ბრძოლაში ქართველი სპორტსმენებიდან მონაწილე მხოლოდ ერთ დისციპლინაში – ძიუდოში გამოვა.
ბექა ღვინიაშვილი
ძიუდო (100 კგ-მდე წონითი კატეგორია)
შეჯიბრის დაწყების დრო — 17:00 თბილისის დროით.
ბექა ღვინიაშვილი — ძიუდოში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრია. მას ოქტომბერში შეუსრულდება 21 წელი. მიუხედავად ასაკისა, იგი ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი გუნდურ პირველობაში და ოთხჯერ მოიგო გრან-პრი ინდივიდუალურ შეჯიბრში. რიოს ოლიმპიადაზე ღვინიაშვილი გამოსვლას 1/32 ფინალის სტადიაზე დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე ბრიტანელი ბენჯამენ ფლეტჩერი იქნება. ამ წონით კატეგორიაში ფავორიტებად ითვლებიან ფრანგი სირილ მერე და ელმარ ჰასიმოვი აზერბაიჯანიდან, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ლიდერია.