რიოს ოლიმპიადაზე იულია ლობჟანიძე დამარცხდა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliიულია ლობჟანიძე
იულია ლობჟანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიოს ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ქართველი მშვილდოსანი ქალი დარჩა - ქრისტინა ესებუა.

თბილისი, 10 აგვისტო— Sputnik. ინდივიდუალური შეჯიბრებების 1/32 ფინალში მშვილდოსანმა იულია ლობჟანიძემ მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიასთან ანგარიშით 4:6 წააგო და როი-დე-ჟანეიროს თამაშებზე გამოსვლები დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველი ორი სეტი ქართველი სპორტსმენის სასარგებლოდ დასრულდა (28:25, 28:27). თუმცა, დარჩენილი სამი პარტიის დროს ვალენსიამ ძალები მოიკრიბა და მოიგო 27:26, 28:27, 29:27.

ცოტა ხნით ადრე ამავე სტადიაზე ქართველმა სპორტსმენმა ხათუნა ნარიმანიძემაც წააგო.

ამგვარად, რიოს თამაშებზე სპორტის ამ სახეობაში საქართველოს უკანასკნელი წარმომადგენელი ქრისტინა ესებუა დარჩა. 1/32 ფინალის შეხვედრას ის ინდოელი დიპიკა კუმარის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით ღამის 00:00 დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0