თბილისი, 10 აგვისტო— Sputnik. ძიუდოისტმა ესტერ სტამმა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე საქართველოს 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმოადგენდა, ფინალის 1/16-ში კანადელ კელიტა ზუპანჩიჩთან წააგო და ბრაზილიაში თამაშებზე თავისი გამოსვლა დაასრულა.
ორთაბრძოლის ბედი მხოლოდ ერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, რომელიც სტამმა შეხვედრისას მიიღო.
სტამი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე წარმოადგინა.
ნახევარფინალში გასვლაზე ზუპანჩიჩი იაპონელ ხარუკა ტაკიმოტოს შეერკინება.