გორთან ახლოს ქარხანა იწვის

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ქალაქ გორთან, ხის გადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

„გორისა და სოფელ შინდისის დამაკავშირებელ გზაზე ხის გადამამუშავებელი ქარხნის სახურავი იწვის. ადგილზე ექვსი ერთეული სახანძრო მანქანა მუშაობს. დაშავებულები არ არიან“, — განაცხადა საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0