"თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 11 აგვისტოს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის, ომარ ხიზანიშვილის, სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის, სარაჯიშვილის, ჭედიას, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, ულიანოვის, რიონის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას, ჯანჯღავას და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, პაოლო იაშვილის და დავით ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0