რიოს ოლიმპიადაზე საცურაო აუზი "გამწვანდა"

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoev / გადასვლა მედიაბანკშირიო-ს ოლიმ[პიადის საცურაო აუზი
რიო-ს ოლიმ[პიადის საცურაო აუზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად წყლის შეფერილობისა, ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ სპორტსმენების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. სოციალურ ქსელში რიოს ოლიმპიადაზე ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში გუნდების გამოსვლების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს აუზის გამწვანებული წყალი.


ბრიტანელმა ტომ დეილმა „ტვიტერში“ „გამწვანებული“ აუზის ფოტო დადო.

„მმმ… რა ხდება?!“ – წერს სპორტსმენი.

ორგანიზატორებმა ვერ შეძლეს წყლის „გამწვანების“ მიზეზების ახსნა, თუმცა აღნიშნეს, რომ სპორტსმენების ჯანმრთელობისთვის აუზის წყალი საფრთხეს არ წარმოადგენს, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ CNN-ზე დაყრდნობით.

სოციალური ქსელის მომხმარებლების ვარაუდით, აუზში შეიძლება წყლის გასუფთავების სისტემა დაზიანდა, რამაც აუზში წყალმცენარეების სწრაფ გავრცელებას შეუწყო ხელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0