თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, სამშობიარო სახლში გაჩენილ ხანძარს, სულ ცოტა, 11 ბავშვი ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ Al-Arabiya-ზე დაყრდნობით. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, მოხერხდა 7 ბავშვისა და 29 ქალის გადარჩენა. ისინი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხანძარი ოთხშაბათს, დილით გაჩნდა. მიზეზი, შესაძლოა, მოკლე ჩართვა იყო.