გარდაიცვალა კაპრალი დავით ლომიძე

გამოწერა
დავით ლომიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის აპრილიდან მსახურობდა. ის სამშაბათს, საღამოს გახდა შეუძლოდ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპრალი დავით ლომიძე სამშაბათს, საღამოს, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით გარდაიცვალა გორის ცენტრალურ საავადმყოფოში, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ჯარი - Sputnik საქართველო
სპეციალური ჯგუფი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე იმუშავებს

ლომიძემ თავი შეუძლოდ დღის მეორე ნახევარში იგრძნო, ის მაშინვე გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და საკუთარ თავზე იღებს დავით ლომიძის დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დაფარვას.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „გაუფრთხილებლობით სიკვდილის“ მუხლით.

დავით ლომიძე შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონში მსახურობდა. არმიაში ის 2008 წლის 16 აპრილიდან ირიცხებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0