ავთანდილ ჭრიკიშვილმა რიოს ოლიმპიადაზე პირველი ბრძოლა მოიგო

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიავთანდილ ჭრიკიშვილი
ავთანდილ ჭრიკიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველი ორთაბრძოლა კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან წარმატებით დაასრულა და მერვედფინალში გავიდა.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველი ორთაბრძოლა კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან წარმატებით დაასრულა და მერვედფინალში გავიდა.

ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე იუკოთი დაამარცხა.

ავთანდილ ჭრიკიშვილი თავის — 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მის ანგარიშზე ევროპის ჩემპიონატებზე 7 გამარჯვებაა (სამი ინდივიდუალური და ოთხი გუნდური).

მერვედფინალში ჭრიკიშვილი სალვადორელ ხუან დიეგო ტურკიოსს დაუპირისპირდება.

ყველა ახალი ამბავი
0