თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თევზაობისთვის ორი ადგილი გამოიყო, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის (შშმ) სრულად არის ადაპტირებული.
პარკის ადმინისტრაცია სტუმრებს სთავაზობს სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას, ეკო-საგანმანათლებლო და სანაოსნო ტურებს.
„გავაკეთეთ ადაპტირებული ადგილები თევზაობისთვის, ასევე მოვაწყვეთ საგამოფენო დარბაზი, რომელიც ვიზიტორებს ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის შესახებ მნიშვნელოვან წარმოდგენას შეუქმნის“, — განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.
საგამოფენო დარბაზი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო.