თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. მოტოციკლეტისტი, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალს დაეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოტოციკლი, რომელსაც 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მართავდა, დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მუხლით „საგზაო უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა“.