საქართველოს მთებში ყაზახ ტურისტს ეძებენ

© photo: Sputnik / Леван Авлабрели / გადასვლა მედიაბანკშისვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერგეი ტროფიმოვი ბოლოს 22 ივლისს უშგულში ნახეს.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ივლისის ბოლოს დაკარგული ყაზახი ტურისტის სერგეი ტროფიმოვის სამძებრო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ტროფიმოვთან კავშირი 23 ივლისს გაწყდა. ბოლოს ის სვანურ სოფელ უშგულში ნახეს, როდესაც მან ზურგჩანთა ადგილობრივ მცხოვრებს დაუტოვა.

„ტურისტის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ჩვენთან 2 აგვისტოს შემოვიდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მესტიაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურის თანამშრომლის სიტყვებს.

© FB/ Анаур Дусейбиновსერგეი ტროფიმოვი
სერგეი ტროფიმოვი - Sputnik საქართველო
სერგეი ტროფიმოვი

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტროფიმოვმა საქართველოს საზღვარი 6 ივლისს ვლადიკავკაზის მხრიდან გადმოკვეთა. ცნობილია, რომ ის ე.წ. ავტოსტოპით მოგზაურობდა — რამდენიმე ქალაქი მოინახულა და შემდეგ მისი კვალი სვანეთის მთიან დასახლებაში ქრება. დაკარგულის ძებნაში მისი მეუღლე — ევგენია რიაბუხინაც ჩაერთო, რომელიც მეუღლეს საკუთარი ძალებით ეძებს.

რიაბუხინას განცხადებით, ის მეუღლეს სოციალური ქსელის მეშვეობით ეკონტაქტებოდა, ბოლო მიმოწერა 23 ივლისით თარიღდება.

ყველა ახალი ამბავი
0