ტრადიციული ქართული და გერმანული მეთოდების სინთეზით შექმნილი ხელოვნება

© FB/Manana Mindodauriმანანა მინდოდაური
მანანა მინდოდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანანა მინდოდაური პროფესიით არქიტექტორია. როგორც ქართველი დედების უმრავლესობა ისიც ოჯახში დაჯდა და მთელი დრო ბავშვების აღზრდას დაუთმო.

ერთ დღესაც ქართველის ბუნებაში არსებული შემოქმედებითი კოდი მასშიც ამუშავდა, მატყლის მოთელვის ხელოვნებას დაეუფლა და გერმანული ნემსით ქართული ნივთების დამზადებას შეუდგა. მისი ნივთები პირველად არტ-გენის ფესტივალზე გამოიფინა და გაიყიდა.

-ქალბატონო მანანა, როგორ დაიწყო ხელოვნებასთან თქვენი ურთიერთობა?

— არქიტექტორი ვიყავი და ორი წელი ძეგლთა დაცვის კომიტეტში ვიმუშავე. არქიტექტურა ხატვის ცოდნასაც მოითხოვს, ამიტომ ვხატავდი კიდეც. ბოლოსდაბოლოს გვარად მინდოდაური ვარ, ანუ ესეც ხელს მოიწყობს. ერთი ლექტორი მყავდა და სულ მეუბნებოდა: გინდოდაური, რა გინდოდაო? ჩემს გვარს პირველად მაშინ მივაქციე ყურადღება. მერე ბავშვებს ვამზადებდი, ახლობელი თავისუფალ ვალდორფის სკოლაში ასწავლიდა და ჩემი შვილის აქ მიყვანა მინდოდა, ამიტომ ლექციებზე დავდიოდი. იმ სკოლაში მოსწავლეს სათამაშოები უნდა გაეკეთებინა. რადგან იქ პლასტმასს და ხელოვნურ მასალებს არ ცნობენ, ამიტომ ხელით ნაკეთი ნივთები ბუნებრივი მასალებისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული.

© FB/Manana mindodauriმანანა მინდოდაურის ნამუშევრები
მანანა მინდოდაურის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
მანანა მინდოდაურის ნამუშევრები

 —მოკლედ სიტუაციამ „გაიძულათ“, რომ  თქვენში არსებული ნიჭი ასე განვითარებულიყო, არა?

— ასე გამოდის. მართალია, იმ სკოლაში ბავშვი აღარ მივიყვანე, მაგრამ სამაგიეროდ ხელობა ვისწავლე. იცით, თოჯინა პირველად როგორ კეთდება? მას მზესავით ვდებთ და მერე ვასრულებთ. მისი კეთება გარკვეულ პრინციპს უნდა ემყარებოდეს. ამის მერე მატყლზე გადავედი, სხვათაშორის ამ პროცესის ზუსტი სახელია მატყლის მოთელვა, თექა კი- თავად მიღებულ პროდუქტს ჰქვია. ჩემი ნაწარმი არტ-გენზე გავყიდე. ქართული ტრადიცია სამოსის სველი მოთელვის შედეგად დამზადებას გულისხმობს.

© FB/Manana Mindodauriმანანა მინდოდაურის ნამუშევრები
მანანა მინდოდაურის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
მანანა მინდოდაურის ნამუშევრები
 

-მაგრამ თქვენ მას სპეციალური გერმანული ნემსით ამზადებთ, არა? 

— დიახ, ეს სპეციალურად გერმანიიდან გამოწერილი ნემსია. ისინი სხვადასხვა ზომის არსებობს და მას ორივე მხარეს ხერხივით დანაყოფები აქვს. ასე რომ ნივთებს ტრადიციული გერმანულისა და ქართულის მეთოდების გამოყენებით ვამზადებ. სათამაშოებსაც ნემსით ვაკეთებ. სათამაშოებს ვაკეთებ და ძირითადად საახალწლო და სააღდგომო თემატიკაზე ვმუშაობ. ჩემი ძირითადი  მომხმარებელი უცხოელია, ქართველებისთვის ისინი ცოტა ძვირია. მე ხომ მინიატურულ ნივთებს ვამზადებ და ცნობილია, რაც უფრო პატარაა ნივთი, მით უფრო რთულია მათი დამზადება. უცხოელები მათ სალონებში ყიდულობენ. ადრე „შერატონში“ ეწყობოდა ყოველწლიური გამოფენები, სადაც ჩემი ნახელავებიც მიმქონდა. კულტურის სამინისტრო თბილისობაზე და ყვავილების ფესტივალზე სულ მეპატიჟებიან.

© FB/ Manana Mindodauriბეგი
ბეგი - Sputnik საქართველო
ბეგი

- ძირითადად თექის სათამაშოებს ამზადებთ…

— ვამზადებ თექის მინიატურულ სახლებს, ჩოკინებს, აქლემებს, ინდურ სპილოებს… გაკეთებული მაქვს ჩვენი ზოოპარკის საყვარელი პერსონაჟი ბეჰემოტი ბეგი, რომელმაც მთელ თბილისს შეაყვარა თავი, მას ყვავილი გავუკეთე და არტ-გენზე რომ გავიტანე ძალიან მალე გაიყიდა. თექისგან სამკაულებიც მაქვს, გულსაკიდი თოკზე, რომელიც უკრაინელმა იყიდა. ჩემს საქმეს ოჯახშიც იწონებენ. იდეები თავში ყოველთვის მომდის, გამოფენის გაკეთებაც მინდა, მაგრამ ვინაიდან ჩემი ნამუშევრები სულ იყიდება, მათი დაგროვების ფუფუნება ნამდვილად არ მაქვს. დიდი სურვილი მაქვს, რომ არქიტექტურას დავუბრუნდე, მაგრამ პროფესიული განვითარების დრო აღარ მრჩებოდა. ჩემს საქმეს მართლა კეთილსინდისიერად ვასრულებ და ძალიან მიყვარს. ვცდილობ, რომ ისინი ხარისხიანი ნაწარმი შევქმნა, თანაც, მათში ჩემს გულს და სულს ვდებ…


ყველა ახალი ამბავი
0