"თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 10 აგვისტოს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, მისის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ხელაშვილის, პეტრიწის, ფარნავაზის, დოლიძის, ჩიქოვანის, ბზვანელის და ქაფიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) და აბუსერიძე-ტბელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0