ამირან პაპინაშვილი რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიამირან პაპინაშვილი
ამირან პაპინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამირან პაპინაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალურ შეხვედრაში ბესლან მუდრანოვთან წააგო. ის ბრინჯაოსთვის გააგრძელებს ბრძოლას.

თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალურ შეხვედრაში რუს სპორტსმენ ბესლან მუდრანოვთან წააგო.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე პაპინაშვილმა მეოთხედფინალში იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოს სძლია, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მეექვსე პოზიცია უკავია.

პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას. 

ქართველი ძიუდოისტის გამოსვლას ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ესწრებოდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0