თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. რიო–დე–ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის პირველი ოქროს მფლობელი ამერიკელი ვირჯინია ტრეშერი გახდა, რომელმაც 10 მეტრი დისტანციიდან პნევმატური შაშხანიდან სრილაში გაიმარჯვა.
ტრეშერის შედეგია 208,0 ქულა. მეორე ადგილზე გავიდა ჩინელი დუ ლი – 207,0 ქულა, მესამეზე – ლონდონის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩინელი ი სილინი 185,4 – ქულა.
ზაფხულის 31–ე ოლიმპიური თამაშები რიო–დე–ჟანეიროში შაბათს გაიხსნა და 21 აგვისტოს დასრულდება. თამაშებში რეკორდული რაოდენობის – 207 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობენ.