სითბური დარტყმის გამო იაპონიაში ასობით ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი

Солнце
გამოწერა
იაპონიის მეტეოროლოგიური პუნქტების უმრავლესობამ 30 გრადუსზე მეტი ტეპერატურა დააფიქსირა, ხოლო ოიტასა და ოსაკაში თერმომეტრმა 38 გრადუსზე მეტი აჩვენა.

თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. იაპონიაში მხოლოთ შაბათ დღეს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დიდი სიცხის გამო, საავადმყოფოებში 674 ადამიანი მოათავსეს, ერთი მათგანი ძალზე მძიმე მდგომარეობაშია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეკომპანია NHK–ზე დაყრდნობით.

ტოტიგის პრეფექტურაში საავადმყოფოში მიყვანილია 78 წლის ქალი, რომელიც უგონოდაა. ექიმები მის მდგომარეობას მძიმეს უწოდებენ.

929 მეტეოროლოგიური პუნქტიდან 690–მა 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დააფიქსირა, 113 –მა – 35–ზე მეტი. ოიტასა და ოსაკაში თერმომეტრმა 38 გრადუსზე მეტი აჩვენა, კიოტოში – 37,9–მდე.

პროგნოზის თანახმად, კვირას ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის. 


ყველა ახალი ამბავი
0